ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ცესკო განმარტავს, ვის აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლის უფლება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, თუ ვის აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "საოლქო საარჩევნო კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება გააჩნიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. შესაბამისად, მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ყურადღებით დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
