შსს-მ კახა ოქრიაშვილის ახლობლის, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ბრალდებით მათივე ნათესავი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა ოქრიაშვილის ახლობლის, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ბრალდებით მათივე ნათესავი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბონდო ოქრიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არჩევნების მეორე დღეს სოფელ ჯავახის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკებისას თავისი ნათესავი, მერაბ ოქრიაშვილი დაჭრა. პირველ ნოემბერს ნაცმოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა მომხდარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დაუკავშირა, მისმა მხარდამჭერებმა კი ინციდენტში ქართული ოცნების აქტივისტები დაადანაშაულა. მაშინ კახა ოქრიაშვილმა თქვა, რომ დამნაშავის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა როდესაც საგამოძიებო უწყების მიერ ბრალდებული იდენტიფიცირებულია და როგორც ირკვევა ის ოქრიაშვილის ნათესავია, ოქრიაშვილი "ქრონიკის" ზარებს არ პასუხობს. რატომ იცრუა კახა ოქრიაშვილმა და რა მოხდა სინამდვილეში ნათესავებს შორის უცნობია. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, რომელზეც რომელიც "ქრონიკას" დმანისში უთხრეს, კონფლიქტი კენჭისყრის შედეგებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ოქრიაშვილმა სოფელ ჯავახში გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო ვიდრე შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარე ელოდა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
