მიიღებენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას
თუ კვალიფიციური ოპოზიცია ამომრჩევლის ხმას პარლამენტში არ აჟღერებს, ბიუჯეტიდან დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს. ასეთია მმართველი გუნდის მოსაზრება. არ არის გამორიცხული, ოპოზიციის დაფინანსების საკითხი საკანონმდებლო ცვლილების დონეზე გადაიხედოს. ეს კი ოპოზიციას არ მოსწონს და პოლიტიკურ შანტაჟად აფასებს. მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების შედეგების მიხედვით, თითოეული პარტიისთვის 280 ათასიდან 3 მილიონ 100 ათას ლარამდეა განსაზღვრული.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
