ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების წევრებს შორის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა
ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების წევრებს შორის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. მის შემდეგ მედიასთან მონიტორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, როგორც მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვეს, განხილვისას კენჭისყრის პროცესზე საჯარო პოზიტიური შეფასება გამეორდა. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა, დახურულ შეხვედრაზე თქვეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ყველამ პატივი უნდა სცეს მის შედეგებს. ამასთან, მისიამ მიიღო ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ პროცედურებზე, რომლებიც მეორე ტურს უკავშირდება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
