აშშ-ში ხმის დათვლის პროცესი გრძელდება - "ქრონიკა" ვაშინგტონიდან
დონალდ ტრამპი 213, ჯო ბაიდენი-224. 23 შტატი მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ, 20 მისი კონკურენტის. ხმების დათვლა გრძელდება, არჩევნების ბედს, სავარაუდოდ, 10 ე.წ. მერყევი შტატი გადაწყვეტს. ტრამპი უკვე თაღლითობაზე საუბრობს, ბაიდენი გამარჯვებისთვის მოთმინებაზე. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან 270 ლექტორის ხმის მოპოვებაა საჭირო. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი არჩევნებია. არ არის გამორიცხული, შედეგები რამდენიმე დღის განმავლობაშიც არ ვიცოდეთ. შედეგების დადგენამდე ორივე მხარე სამართლებრივი ბრძოლისთვის უკვე ემზადება. საარჩევნო რბოლა ამ მომენტისთვის გადამწყვეტ ფაზაშია ე.წ. საკვანძო შტატებში, ისეთებში, როგორიც არის არიზონა, მიჩიგანი და პენსილვანია, განახლებული პროგნოზით, კანდიდატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. როგორი მდგომარეობაა საარჩევნო რუკაზე? ვინ დაწინაურდა რბოლაში?
სიუჟეტის ავტორი: დემნა დევდარიანი-59-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
