საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია
ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელ "ქიუქიუ-ეიეი-ზიზი-ის" 20 წევრია დაკავებული. ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, შედეგად დააკავეს კრიმინალურ ქსელის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ. ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპოლის კოორდინაციით, რომელშიც აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქუტრებთან ერთად ქართველი სამრთალდამცველებიც მონაწილეობდნენ. გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. გამოძიებამ დაადგინდა, რომ ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ ეს თანხები ირიცხებოდა კრიმინალური ქსელის კონტროლირებად ანგარიშებზე. ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.
