პრემიერის მადლობა დასავლელ პარტნიორებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მიხაელ ზიბერტს მადლობას უხდის. დასავლელი პარტნიორების შეფასებებს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. „ვაფასებთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე თქვენს პოზიტიურ შეფასებას და ველით შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებათა სამომავლო გაძლიერებას“, - წერს გიორგი გახარია.
