სააკაშვილი ეპიდვითარების მიუხედავად მხარდამჭერებს ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებს
მიუხედავად საქართველოში კოვიდ 19-ის მაშტაბური გავრცელებისა და სპეციალისტების პროგნოზისა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ნოემბერში მკვეთრად გაუარესდება, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან, მხარდამჭერებს ოპოზიციის აქციებში აქტიური მონაწილეობისა და ქუჩაში გასვლისაკენ მაინც მოუწოდებს. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, კოვიდინფექცია მან ისე დაძლია, რომ ინფიცირების შესახებ არც კი იცოდა. შესაბამისად, როგორც სააკაშვილი ირწმუნება, ვირუსით ინფიცირების შიში მოცემულ მომენტში არარელევანტურია.
