მარნეულის სოფელში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით, მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დააკავეს
. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ოფიციალური ცნობით, ბრალდებულებმა საკუთარი სახლიდან ისროლეს და მეზობლებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მკვლელობა გვიან ღამით მოხდა
