დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს. როგორც ვიცემერმა განმარტა, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ხოლო იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ფინანსურ გამოწვევებს უპასუხოს, შესაძლოა საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა გახდეს აუცილებელი. თავის მხრივ კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვს, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული დანაკლისი დაბალანსდეს.
