უნდა მიიღონ თუ არა პარტიებმა დაფინანსება ბოიკოტის შემთხვევაშიც- თემაზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება
უნდა მიიღონ თუ არა პარტიებმა დაფინანსება ბოიკოტის შემთხვევაშიც- თემაზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოვლენებს დააკვირდებიან, არჩილ თალაკვაძის განმარტებით მოგვიანებით გამოიკვეთება არის თუ არა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს.
