ზალკალიანი უნგრელ კოლეგას ესაუბრა
საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგას, ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. "სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევრო ინტეგრაციის კუთხით უცვლელია. უნგრეთი კვლავ განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად, რომელშიც ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას," - აღნიშნავს სიიარტო. მისივე განცხადებით, კოლეგებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზეც.
