გადაიხედება თუ არა პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების საკითხი?
ამაზე ანალიტიკოსები და მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ. თანხა, რომელსაც, არჩევნების შედეგების მიხედვით, კვალიფიციურ სუბიექტებს ბიუჯეტი უხდის, მოქალაქეთა გადასახადებიდან ფინანსდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ სუბიექტი საპარლამენტო ორგანოში ელექტორატის ხმას არ აჟღერებს, რამდენიმე მილიონი ლარის მიღების მორალური უფლება არ აქვს.
