ვენის ტერაქტის ორგანიზატორი და ერთ-ერთი აღმსრულებელი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გულშემატკივარია
. მისი ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა. ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოებამ ავსტრიას სოლიდარობა გამოუცხადა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.
