სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს
სალომე სამადაშვილისა და გიორგი რურუას ადვოკატის ბრიფინგს ეხმაურება, სადაც მათ რურუაზე თავდასხმას, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა უწოდეს. „ვინაიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. წერია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, ერთ ერთმა პატიმარმა გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როდესაც მსჯავრდებული რურუა ციხის თანამშრომლებს ადვოკატთან შესახვედრად მიჰყავდათ.
