''ქართული ოცნება'' ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, მარცხს ღირსეულად შეხვდნენ და მონაწილეობა მიიღონ როგორც საარჩევნო პროცესში, ისე საპარლამენტო ცხოვრებაში
''ქართული ოცნების'' პარტიული სიის მეშვიდე ნომერი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ''ქართული ოცნება'' 90-ი მანდატით იქნება წარმოდგენილი, რაც სრულიად საკმარისია, რომ პარლამენტმა პროცედურული თვალსაზრისით ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშაოს. მისივე თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქციების გზით, მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებს.
