პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით, კორონავირუსი დაუდგინდა. თვით იზოლაციაში იმყოფება ასევე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
