ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევის მილოცვა მიიღო
ბიძინა ივანიშვილმა კი ილჰამ ალიევის მილოცვა მიიღო. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საპრლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შესახებ წერს, რომ გამარჯვების ზედიზედ მესამედ მოპოვება იმ პარტიისგან, რომლის ლიდერიც ივანიშვილია, მისი კურსის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „მჯერა, რომ თქვენი გამარჯვება ხელს შეუწყობს ქვეყნის აყვავებას და მომავალშიც წვლილს შეიტანს აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივ განვითარებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, მეგობარ ქართველ ხალხს კი მუდმივ მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - წერს ილჰამ ალიევი.
