თამარ ჩუგოშვილი და ლევან ბოძაშვილი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა და მეორე ტურზე უარი შეცდომა იქნება
31 ოქტომბერის არჩევნებს ლეგიტიმაცია უკვე აქვს - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას, ბოიკოტის ნაცვლად, მიღებული მანდატების გამოყენებას ურჩევს. მეორე ტურზე უარი და საკანონმდებლო ორგანოში არშესვლა, მისივე შეფასებით, მძიმე შეცდომა იქნება. იგივე მოსაზრება აქვს კონსტიტუციონალისტ, ლევან ბოძაშვილს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, პარლამენტიდან უნდა იბრძოლოს.
