კორონავირუსი უკრაინაში
უკრაინაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 402 000 გადააჭარბა, გარდაცვლილია 7 375 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 327 პირი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. მკაცრი კარანტინი ამ დროისათვის დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მზარდი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდეს.
