კორონავირუსის მზარდი შემთხვევები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები მოსახლეობას
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 650 თბილისს უკავშირდება. ამ ეტაპზე აქტიური, ინფიცირებული შემთხვევა 15 411-ია, მათგან მძიმე 519 პაციენტის მდგომარებაა. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი. რაც შეეხება განკურნებულთა რიცხვს, კოვიდინფექცია 1 696-მა პაციენტმა დაამარცხა. სამწუხაროდ, ვირუსს გასულ დღე-ღამეში 7 პაციენტი ემსხვერპლა. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას, რეგულაციების მკაცრად შესრულებას ურჩევენ, რადგან როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნოემბერში ვირუსის გავრცელების ზრდა არის მოსალოდნელი. მათივე თქმით, მთავარია სოციალური დისტანციის დაცვა, რომ კოვიდ 19-ის მეორე ტალღის მასშტაბი, კონტროლს დაექვემდებაროს. კორონავირუსით გარდაცვლილი შვიდი პაცენტიდან ექვსი აჭარაში მკურნალობდა. ლეტალური შემთხვევების ასაკობრივი კატეგორია 54 დან 91 წლამდეა.
