რამდენი პარტია გაერთიანდება ბოიკოტის იდეის გარშემო და რა გეგმა აქვს ოპოზიციას
რას აპირებს ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიები ხელახალ კენჭისყრას ითხოვენ. აანონსებენ ქუჩის აქციებსაც. პროტესტის ფონზე, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და არც პარლამენტში შევა. ახლა მნიშვნელოვანია, ერთიანია თუ არა ბოიკოტის იდეის გარშემო ის რვა სუბიექტი, რომელიც ამ მონაცემით საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა და პროპორციულ ნაწილში ბარიერი გადალახა.ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რომ მანდატებზე უარს რვიდან სამი პარტია ამბობს - ევროპული საქართველო, პატრიოტთა ალიანსი და შალვა ნათელაშცვილი, თუმცა ლეიბორისების ლიდერი აქვე ამბობს, რომ მასთან ერთად ბოიკოტი, მომავალ პარლამენტს, ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გამოუცხადოს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
