აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას ულოცავს
საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ულოცავს. საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ იმ პარტიის გამარჯვება, რომლის ლიდერიც თქვენ ხართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი კურსის მიმართ მეგობარი ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მიმართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. მილოცვის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება ხელს შეუწყობს ქვეყნის აყვავებას და მომავალშიც წვლილს შეიტანს აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული, სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივ განვითარებაში.
