აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
ყველა უბნის შედეგები შეაჯამეს ზღვისპირა რეგინშიც. უსკოს წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია შევა. „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის 45,9 პროცენტის მხარდაჭერა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ხმების 33,9 პროცენტი მიიღო. მხოლოდ ამ ორმა პარტიამ მოახერხა ბარიერის გადალახვა. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. უმრავლესობა ოცნებისაა, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ის დააკომპლექტებს აჭარის მთავრობასაც.
