პრემიერი თვითიზოლაციაშია. მთავრობის მეთაურის დაცვის წევრებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ
გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა თავად დაწერა ფეისბუქზე. ის ბოლოს მედიის წინაშე ხმის მიცემის დროს გამოჩნდა. გიორგი გახარიას იზოლირების მიზეზი დაცვის თანამშრომელი გახდა, რომელსაც კოვიდ 19 გუშინ დაუდასტურდა, დღეს ცნობილი გახდა რომ ვირუსი დაუდგინდა დაცვის კიდევ ორ წევრს. მათთან პრემიერს უშუალო კონტაქტი ჰქონდა.
