წინასწარი შედეგებით აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია შევა, უმრავლესობა კი „ქართულ ოცნებას“ ექნება
წინასწარი შედეგებით აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია შევა, უმრავლესობა კი „ქართულ ოცნებას“ ექნება. შესაბამისად, მმართველი პარტია შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. ბარიერის გადალახვა „ქართული ოცნების" გარდა მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო. ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 16 უბნის შედეგებს ელოდებიან, რამაც შესაძლოა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბედი გადაწყვიტოს. ქობულეთშიც ზუსტად 50 პროცენტით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ცოტნე ანანიძე ლიდერობს და მას მხოლოდ ერთი ხმა სჭირდება პირველივე ტურში გამარჯვებისთვის. ქობულეთშიც უკვე დათვლილია ყველა უბანი, უსკოში შესწორების ოქმს ელოდებიან და შესაძლებელია მონაცემი შეიცვალოს. ასევე მონაცემებში ცლილებას ელოდებიან მაღალმთიან აჭარაში, აქაც დასათვლელია რამდენიმე უბანი.
