ლიეტუვა ულოცავს საქართველოს, საპარლამენტო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას
ლიეტუვა ულოცავს საქართველოს, საპარლამენტო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
