საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებენ
საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებენ. ჯეიმს თაუნის ფონდის ხელმძღვანელი და სხვა მკვლევარები "ქრონიკასთან" აცხადებენ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადად აკმაყოფილებდა თავისუფლების სტანდარტებს. რესპონდენტების თქმით, ისინი ეყრდობიან იმ, ამერიკელი და ევროპელი კოლეგების შეფასებებს, რომლებიც პირადად აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში. ამასთან, ექსპერტები საჭიროდ მიიჩნევენ იმ კონკრეტული ფაქტების გამოძიებას, რომლებზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს, არჩევნების მიმართ ნდობა იყოს საყოველთაოდ აღიარებული. ბოიკოტი გამოსავალი არ არის, - ამბობენ ანალიტიკოსები.
