გიორგი გახარია: საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება
ცალკეულ ხარვეზებს აღიარებს პრემიერ მინისტრი, თუმცა გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. მთავრობის მეთაური გავრცელებულ განცხადებაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მადლობას უხდის რადგან მათ გლობალური პანდემიის ფონზეც კი მოახერხეს ჩამოსვლა და საქართველოს მხარი დაუჭირეს წინსვლის პროცესში.
