ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა
ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა. უკვე ცნობილია, პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში. ამას გარდა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა გამარჯვებულიც. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27.14%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.78% აქვს. დანარჩენი პარტიების შედეგები ასე გამოიყურება: „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14% ,„ლელო“ – 3.15% , „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% , „გირჩი“ – 2.89 % , „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ, შესაბამისად, ისინი ვერ შევლენ პარლამენტში..