ეკატერინე ტიკარაძე: დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს გაეკეთებინათ თავიანთი არჩევანი
22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდიდით ცესკოს იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც ინფიცირდებოდნენ ან თვითიზოლაციაში გადადიოდნენ. ამ სიაში მოხვდა თვითიზოლაციაში მყოფი 20 000 ადამიანი, 7000-მდე ადამიანი, რომელიც ბინაზე მკურნალობდა, 3000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობდა მაშინ საავადმყოფოში, ასევე 1400-მდე პირი იმყოფებოდა კოვიდ-სასტუმროებში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის 2800-მდე ექიმი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, და მათაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე გააკეთონ არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. „ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ. შეიქმნა სპეცუბნები, რათა საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს მიმდინარე პროცესია - ადამიანები ინფიცირდებიან და ასევე ჯანმრთელდებიან. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდიდით ცესკოს იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც ინფიცირდებოდნენ ან თვითიზოლაციაში გადადიოდნენ. ამ სიაში მოხვდა თვითიზოლაციაში მყოფი 20 000 ადამიანი, 7000-მდე ადამიანი, რომელიც ბინაზე მკურნალობდა, 3000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობდა მაშინ საავადმყოფოში, ასევე 1400-მდე პირი იმყოფებოდა კოვიდ-სასტუმროებში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის 2800-მდე ექიმი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, და მათაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე გააკეთონ არჩევანი. ასევე ცესკომ სიების კორექტირების საშუალება მოგვცა იმ შემთხვევებისთვის, თუ ადამიანები 26 ოქტომბრის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ და მანამდე განსაზღვრულ ადგილზე ხმის მიცემას ვეღარ ახერხებდნენ. გამოჯანმრთელების საფუძველზე ჩვენ მათ ვაძლევდით ცნობას და ამის საფუძველზე ისინი საკუთარ საარჩევნო უბანზე მივლენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.