რა ვითარებაა მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
მარნეულში, დაშთაფაში 52-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, აღნიშნული დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მოუწოდა ამომრჩეველს, რომ ჯერ საარჩევნო უბანზე ქალები შეეშვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიიღო, როგორც მითითება ამომრჩევლისთვის, თუ რომელი პარტიისთვის უნდა მიეცათ ხმა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები