წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის და საპარლამენტო არჩევნების დღის დაკვირვების მიზნით, საქართველოში საერთაშორისო შემფასებელი მისია იმყოფება
მისიის წევრები საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეები და საერთაშორისო დონის ექსპერტები არიან . მათ შეხვედრები გუშინ დაიწყეს, დღეს კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ კი გაიმართა უმრავლესობასთან შეხვედრა.
