ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რამდენიმე დღეში მოვახდინეთ კოვიდვითარების სტაბილიზაცია და გვაქვს პოზიტიური დინამიკა. აქედან გამომდინარე, საქართველოში არც ამ ეტაპზე არსებობს ასეთი ზომის საჭიროება და ვფიქრობ, არც უახლოეს მომავალში იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამაც განაცხადა, რომ ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება.