ამირან გამყრელიძის განცხადება
კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში კოვიდშემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც გაიზრდება.
„კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია. მთელს მსოფლიოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 73 %-ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის 2,6 %-მდე დაკლებული.
ნოემბერსა და დეკემბერში შემთხვევათა ზრდა იქნება, როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც.
ეს დღეებია საქართველოში გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი იმატებს და ჯამში 53 პროცენტზე ავიდა და ეს პოზიტიური ტენდენციაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
