უკრაინელი ჟურნალისტები ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ჩატარებული კვლევების გაყალბებაში ადანაშაულებენ
კიევში გუშინ გაიმართა ბრიფინგი, სადაც წარადგინეს მასალა- რა შედეგები დადო რეალურად უკრაინული იფსოსის კვლევამ და რა გამოქვეყნდა ტელეკომპანია მთავარის ეთერში. ამ მასალაში მონაცემები მკვეთრად განსხვავებულია. უკრაინელი ჟურნაალისტები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი განწყობის გაყალბებულ შედეგებზე ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს გააცნობენ. აქვე მათ ისაუბრეს იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს შორის კავშირზე და აღნიშნეს, რომ მათ ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის ფინანსურ დირექტორს კი, უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება.
