ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში შემაჯამებელი აქცია გამართა
პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა კი დედაქალაქის ცენტრალურ- თავისუფლების მოედანზე- ოკუპანტის ენაზე იმღერა. სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციის გამო ბუბა კიკაბიძეს მეორედ მოუხდა ტრიბუნის დაკავება და კრიტიკის პასუხად თქვა, რომ რუსულად სიმღერით სურდა გაეგოთ რა ლამაზი ქვეყანაა საქართველო. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი ვერსია რაც გუშინ მოვისმინეთ- ნაციონალურ მოძრაობაში, ნაწილმა თქვა რომ ფოროგრამა აერიათ. ვერსიების მიუხედავად უკვე მეორე დღეა, პარტია კრიტიკის ობიექტია.
