კარლ ჰარცელის განცხადება
„არჩევნების დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად“. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ვიდეო მიმართვისას აღნიშნა. კარლ ჰარცელის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილება.
