ისტორიაში პირველად საქართველო არჩევნებს პანდემიის პირობებში ჩაატარებს
ხვალ, დილის რვა საათიდან, ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება. იმ ამომრჩევლისთვის, ვინც კოვიდ დადებითია ან იზოლაციაში იმყოფება, ცალკე დამატებით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა. ნაწილს შესაძლებლობა ენქბეა არჩევანი გადასატანი ყუთით დააფიქსიროს. ცესკოს ცნობით, კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება. ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ.
