გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810, გარდაიცვალა 285 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 3 324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 209, კოვიდ-სასტუმროში - 2 346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
