ლაშა ნაცვლიშვილი : ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში
ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის ტრაგიკული ის კი არ არის, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსულად შეასრულა სიმღერა, ჩემთვის ტრაგიკულია დისკუსიის ის დონე, სადაც ჩაგვიყვანა მიშამ. აქ ე.წ. კომპრომატი არის რუსულ ენაზე სიმღერა. მიშა სააკაშვილი რასაც ეხება ყველაფერს აზიანებს და ის რა ნაგავიც არის ყველანაირად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ დასვაროს. ბუბა კიკაბიძე ჩემთვის არის ბენჟამინი, მიმინო და მედროგე პავლე. ასაკიანი კაცია, ძალიან კორექტული მინდა ვიყო, ისიც არ მოასვენა, თავისი ბინძური ხელი მასაც მოკიდა და გამოიყვანა და ბევრი ლანძღავს. ამაში რომ შეგვიყვანა მიშამ, ჩვენ ამის უფლება არ უნდა მიგვეცა და არ უნდა მივცეთ არასდროს. 500 ლარი ჯარიმა რუსულ სიმღერაზე ხომ მათ („ნაციონალური მოძრაობა“) შემოიტანეს? ჩემთვის წარმოუდგენელია 2008 წლის შემდეგ არ შეიძლება მხოლოდ რუსეთში სიმღერა?! 1993 წლის მერე. ჟიული შარტავას, გაბისკირია,მამია ალასანიას სოხუმში ცენტრში დახვრეტის შემდეგ შეიძლებოდა? ეს ხომ ყველაფერი რუსეთმა ქნა?! ანუ 2008 წლამდე შეიძლებოდა და ახლა არ შეიძლება?! მიშას არ უნდა მივცეთ საშუალება და არ უნდა ავყვეთ ამ ჟივილ-ხივილში და მისი რანგის დისკუსიაში არ უნდა შევიდეთ“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.
