ვაკა გორგილაძე: აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია
ქართული იდენტობა საბჭოეთში არის „მიმინო“. რა თქმა უნდა, ბენჟამენი არის სუკეთესო ფილმი, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფილმშია შესული. რა თქმა უნდა, ბუბა კიკაბიძე ჩემთვის იქნება ძალინ საყვარელი მსახიობი. ეს კაცი შედის უმწეო ასაკში და მან ეს არჩევანი გააკეთა 10-15 წლის წინ და ის არის თანმიმდევრული. მე გამეცინა იმაზე, რომ ის რაც მოხდა დასკვნით აქციაზე, მოხდა იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, რომელსაც აშკარა რუსოფობული ინტენცია გააჩნია და რომელიც ამასთან ერთად რუსულ საქმეს აკეთებდა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ერთ-ერთმა წამყვანმა და სოციოლოგმა ვაკა გორგილაძემ განაცხადა. „მე მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსული აუდიტირია ბუბა კიკაბიძეს საბჭოთა ფრენკ სინატრასაც ეძახდა და აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და გაუშვა რუსული ფონოგრამა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია“,- განაცხადა ვაკა გორგილაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.
