სხვადასხვა მედიასაშუალებით საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის გადადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალას შსს ეხმიანება
სხვადასხვა მედიასაშუალებით საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის გადადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის, ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიამ საზოგადოებას მიზანმიმართულად მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს
