პოლიტიკური პარტიების რეიტინგები
ოპოზიციის ამბიციები ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯის“ კვლევის შედეგებს არ ემთხვევა, შესაბამისად, უნდობლობასაც უცხადებენ. მათთვის მიუღებელია, რომ მმართველ გუნდს ამომრჩეველთა უმრავლესობა ენდობა. ოპოზიციონერ ლიდერთა ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ არჩევნებს იგებენ, მეორე ნაწილი კი პროცენტებს თავისებურად ითვლის. ოპტიმისტური განწყობაა „ქართული ოცნებაში“. პარტია საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, 1518 რესპონდენტი გამოიკითხა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
