"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქრონიკასთან" ადასტურებენ რომ ვითარების დასაძაბად კონკრეტული დავალებები მიიღეს
იფსოსის ფრანგულ წარმომავლობას არამხოლოდ კიევში, საფრანგეთშიც უარყოფენ. სავარაუდოდ, ეს კომპანია უკრაინაში ფრანგული კომპანიის სახელს იყენებს. ამ თემის შესახებ ქრონიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ანალიტიკოსი პოლ ჯოიალი საუბრობს. გაყალბებული მონაცემები, ე.წ. დამკვირვებლები, უკვე დაგეგმილი აქციები და ხალხის შემზადება ძალადობრივი სცენარისთვის - ,,რევოლუციური იპორტი“ სააკაშვილისგან დესტაბილიზაციის გეგმის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავად საუბრობენ, "ქრონიკამ" პარტიის მხარდამჭერები ჩაწერა, რომლებიც ღიად გვიდასტურებენ, რომ ლიდერებისგან ვითარების დასაძაბად კონკრეტული დავალებები მიიღეს. ყველა საარჩევნო და ნაცადი ხრიკი, სააკაშვილის მორიგი ფეიკ-ჩამოსვლის მოლოდინის შექმნა, მოძველებულ გზებს ამჯერად პანდემიით მანიპულირებაც ემატება, ამბობს მმართველი გუნდი. სქემის დეტალები ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
