თავისუფლების მოედანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ბუბა კიკაბიძემ ოკუპანტების ენაზე იმღერა
30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე იმღერა. მაშინ, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საქართველო დღემდე ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მავთულხართებისგან გათავისუფლებას, ქვეყნის მთავარ მოედანზე პროვოკაციული ნაბიჯი იმ პარტიამ გადადგა, რომლის მმართველობის დროს ასზე მეტი სოფელი დროებით ოკუპანტებმა მიიტაცეს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები, რომლებიც მაშინდელი მთავარსარდალისგან გასხვავებით, სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ. ბუბა კიკაბიძის რუსულად ამღერებას საზოგადების პროტესტი მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულეს. "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს.
