ტარიელ ესებუა შვილს საჯაროდ მიმართავს და ურჩევს პოლიციას ჩაბარდეს
სხვადასხვა მედიასაშუალებით საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის გადადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალას შსს ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიამ საზოგადოებას მიზანმიმართულად მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს. ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას. ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა კი შვილს საჯაროდ მიმართავს და ურჩევს, პოლიციას ჩაბარდეს.
