“ფეიკ იფსოსი" ამ სახელმწოდებით ამ წუთებში კიევში გამომძიებელი ჟურნალისტების სკანდალური ბრიფინგი იწყება
“ფეიკ იფსოსი" ამ სახელმწოდებით ამ წუთებში კიევში გამომძიებელი ჟურნალისტების სკანდალური ბრიფინგი იწყება. ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა ასაჯაროებენ იმ დოკუმენტებს, რომლითაც მტკიცდება, რომ "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია ეგზიტპოლებს უკვეთავს არა ფრანგულ ,,იფსოსს" არამედ იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორ ამზადებს დესტაბილიზაციას "ნაციონალური მოძრაობა" ყალბი ეგზიტპოლის და სააკაშვილთან დაკავშირებული უკრაინელი დამკვირვებლების მეშვეობით - რა იგეგმება არჩევნების ღამეს სააკაშვილის გუნდის მხრიდან. ვრცელ სიუჟეტს "ქრონიკა" 20:00 საათზე შემოგთავაზებთ