2020-ის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოდიან
2020-ის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოდიან. თბილისში უკვე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო შემფასებელი მისია, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებითა და საერთაშორისო დონის ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. მისიას მასპინძლობს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, სწორედ მათთან ერთად გაუწევენ საარჩევნო პროცესს მონიტრორინგს. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც ერთობლივი თანმშრომლობით მოხდება 31 ოქტომბერს საპარლამნეტო არჩევნებზე დაკვირვება.
