"იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს
იმედის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს. მმართველი გუნდის ოპონენტები განმარტავენ, რომ შიდაპარტიული მონაცემებით საზოგადოებაში მათ გაცილებით მაღალი მხარდაჭერა აქვთ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" - პარტია საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია. ამ განსხვავებული შეფასებების მიუხედავად ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება , რომ 31 ოქტომბერს მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იყოს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
